ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის
მეთაურის შეფასებით, გუშინ ამ
თემაზე სრულიად უსაფუძვლო განცხადებები
გაკეთდა და მიზანმიმართული
კამპანია დაიწყო.
როგორც ვიცე-პრემიერმა კახა
კალაძემ პრემიერ-მინისტრს განუმარტა,
ამ თემაზე განცხადება
„ენერგო-პრო ჯორჯიას"
წარმომადგენელმა მისთვის გაუგებარი მიზეზით
გააკეთა, თუმცა ტარიფებს არანაირი
ზრდა არ ემუქრება.
„ელექტროენერგიის
ტარიფს ზრდა არ ემუქრება
და შენარჩუნდება ის
ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში
მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა", - განმარტა
ვიცე-პრემიერმა.
No comments:
Post a Comment