თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ცეცხლი რეზერვუარებთან მიახლოებული იყო. მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა.
თემურ გიორგაძის ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხსა
და
გასამართ
სადგურს
ეკიდა.
მისივე
თქმით,
ნავთობბაზის
ტერიტორიაზე
12-მდე
მანქანა
დაიწვა.
"ძალიან დიდ საფრთხეს გადავურჩით. მიმდებარე ტერიტორიაზე 40-მდე ავზი იყო საწვავით
სავსე,
ისინი
რომ
აფეთქებულიყო
გლდანის
მოსახლეობა
ძალიან
დაზარალდებოდა,
ხანძრის
შედეგად
დაზარალებულია
ერთი
ადამიანი,
ისიც
საკმაოდ
მსუბუქად",
– განაცხადა
თემურ
გიორგაძემ.
რაც შეეხება მიმდებარე ობიექტებს, გიორგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი დაზიანება
არ
ყოფილა
და
იქვე
მდებარე
პროფილაქტიკაში
3-4 მანქანა
დაზარალდა.
ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება რკინიგზის სახანძრო სამსახურის მატარებელი, რომელიც 100 ტონა წყლით არის დატვირთული და სახანძრო მანქანებს ამარაგებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან კომპანია "გალფის" წარმომადგენლებიც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.
No comments:
Post a Comment