თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით
დასრულდა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსუბუქი
ავტომანქანის მოცურებისას მძღოლმა საჭე ვერ
დაიმორჩილა და ქვეითად
მოსიარულე 67 წლის ქალს შეეჯახა.თავის დახურული ტრავმითა
და მრავლობითი დაზიანებებით
ის თელავის რაიონულ
საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი
გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შემთხვევის
ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაათვალიერეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე
აღიძრა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი
პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა.
წყარო: cp.ge

No comments:
Post a Comment