21 July 2014

„მათი მიმართულება იქნება გაანადგურონ მთავარი ოპოზციური ძალა“-მაჭავარიანი საკადრო ცვლილებებზე


საპარლამენტო უმცირესობა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში ვერც ეს და ვერც სხვა ცვლილებები ვერაფერს შეცვლის. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი ორიენტირებულია არა პრობლემების მოგვარებაზე, არამედ პირად კონფლიქტებზე და პრემიერისთვის კომფორტის მოწყობაზე. "საქართველოს ეკონომიკა უკან მიდის, კრიმინალი იზრდება, გადაწყვეტილებებს არც ღარიბაშვილი და არც მინისტრები არ იღებენ. გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი და მისი მთავარი გადაწყვეტილებაა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია გაანადგუროს მათი მიმართულება იქნება გაანადგურონ მთავარი ოპოზციური ძალა, რომელიც მათ ყველაზე მეტად უშლის ხელს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.


წყარო: www. pirveliradio.ge

No comments:

Post a Comment