15 July 2014

მორიგი ეკონომიკური ამნისტია – სახელმწიფომ ინვესტორებს 624 მლნ ლარზე მეტი აპატია




ხელისუფლება ინვესტორებთან კიდევ ერთ დათმობაზე მიდის და მათ ეკონომიკურ ამნისტიას სთავაზობს. მთლიანობაში სახელმწიფომ ინვესტორებს, 2012 წლიდან დღემდე, 10 მლნ ლარსა და 347 მლნ დოლარზე მეტი აპატია.
სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსინფორმაციით, ინვესტორებს 2014 წლის  1 იანვრამდე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის არ მიწოდებით დაკისრებული პირგასამტეხლო აპატია. ასევე პატიებას დაექვემდებარა გადაცემული ქონების დაზღვევის, ან კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობით დაკისრებული პირგასამტეხლო.
 „საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“- ინიცირებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონშიშესული ცვლილებებით სახელმწიფო  ქონების შემძენთა და მართვის უფლებით მიმღებ პირებს ეპატია  შესაბამისი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის არ მიწოდებით  დაკისრებულ პირგასამტეხლო 2014 წლის 1 იანვრამდე. ასევე, სახელმწიფო ქონების უზუფრუქტუარს ეპატია ხელშეკრულებით ნაკისრი, გადაცემული ქონების დაზღვევის, ან კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობით დაკისრებული პირგასამტეხლო 2014 წლის 1 იანვრამდე“, - ნათქვამიასახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგანცხადებაში.
 იქვე მითითებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ინვესტორებს შესაძლებლობლობას მისცემს, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა უშუალოდ საინვესტიციო პროექტების სამომავლო განვითარებას მოახმარონ.

BPI.ge– ინფორმაცია

No comments:

Post a Comment