ბორჯომში, კლდის ჩამოშლის შედეგად, 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა , დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, შემთხვევა გუშინ მოხდა. მისივე ინფორმაციით, ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლდის ჩამოშლის შედეგად 16 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის ახლაგაზრდა მეგობრებთან
ერთად გოგირდის აბანოებთან იმყოფებოდა
და სახლში ბრუნდებოდა,
რა დროსაც კლდე
ჩამოიშალა და ნანგრევებში
მოჰყვა.
წყარო: www.ipn.ge
No comments:
Post a Comment