საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე
გადაწვეტილების
გამოცხადება
გადაიდო.
როგორც უგულავას
ადვოკატმა
გიზო
უგლავამ
განაცხადა, მას მოსამართლე მაია შოშიაშვილის თანაშემწემ დაურეკა და აცნობა, რომ მოსამართლე უგულავას მხარის შუამდგომლობაზე სათათბირო ვადას
ახანგრძლივებს
და
დღეის
ნაცვლად
გადაწყვეტილებას
ხვალ,
14:00 საათზე
გამოაცხადებს.
ადვოკატი დღევანდელი პროცესის გადადებას საქმის გაჭიანურების მცდელობად აფასებს.
გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე
გადაწყვეტილებას
მოსამართლე
მაია
შოშიაშვილი
დღეს,
17:00 საათზე
უნდა
გამოეცხადებინა.
მოსამართლე სათათბიროდ მას შემდეგ გავიდა, რაც დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომლითაც უგულავას
უფლებამოსილება
შეუჩერდა,
პროკურორებმა
საკუთარი
პოზიცია
დააფიქსირეს.
კერძოდ,
ბრალდების
მხარე
არ
ეთანხმება
დაცვის
შუამდგომლობას
და
მიიჩნევს,
რომ
აღნიშნული
გადაწყვეტილების
მიღება
საქალაქო
სასამართლოს
კომპეტენციაში
არ
შედის.
ამასთან,
პროკურორები
მიიჩნევენ,
რომ
უფლებამოსილების
შეჩერებასთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილება
მიღებული
აქვს
პირველი
ინსტანციის
მოსამართლეს
და
ამავე
დონის
მოსამართლე
უფლებამოსილი
არ
არის,
მისი
კოლეგის
გადაწყვეტილების
შეცვლაზე
იმსჯელოს.
უგულავას მხარემ მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
მოტივით
დააყენა,
რომლის
მიხედვით,
არაკონსტიტუციურად
იქნა
ცნობილი
ის
მუხლები,
რომლის
საფუძველზეც
უგულავას
2013 წლის
22 დეკემბერს,
თბილისის
განვითარების
ფონდის"
საქმეზე,
მერის
უფლებამოსილება
შეუჩერდა.

No comments:
Post a Comment