რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის ანა პოპოვას განცხადებით, არ არის გონივრულ ეჭვს მოკლებული მოსაზრება, რომ რუსეთში ღორებში ე.წ. აფრიკული ჭირის გავცერლება საქართველოდან შემოტანილ ვირუსს უკავშირდებოდეს.
„მოდით, ეს საკითხი დავუტოვოთ იმათ, ვისაც ამის დამტკიცება შეუძლია, მაგრამ ის, რომ ამის ალბათობა არსებობს, ფაქტია“-განაცხადა პოპოვამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ პოპოვას წინამორბედი გენადი ონიშჩენკო პერიოდულად აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო სამხედრო სამსახურის მძლავრი ბიოლოგიური ლაბორატორია არსებობს, რომელსაც ვირუსის გავრცელება უკავშირდება.
No comments:
Post a Comment