22 June 2014

რუსთავში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისთვის "აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული სამთავრობო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით ნატროშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მეწარმეებს პროგრამის მიმართულებები გააცნეს და ახალი საწარმოების შექმნისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი პირობები დეტალურად განიხილეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები.

No comments:

Post a Comment