27 ივნისს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ქართველი ხალხის მთავარ გზავნილსჩაიტანს, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს ევროპული გზა არის ჩვენი ურყევი ნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ნინო კობახიძემ ასოცირების ხელშეკრულების დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ საზეიმო კონცერტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 20:30 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება.
მისი განმარტებით, გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობას უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები და ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ . კონცერტს ბრიუსელიდან დაბრუნებული სამთავრობო დელეგაციაშეუერთდება. მოსახლეობას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიმართავენ.
„ჩვენი სურვილია, სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს სიხარული, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს ახლავს. ამ დღესთან დაკავშირებით 28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში მიღებას გამართავს, რომელზეც დიპლომატიური კორპუსი იქნება მოწვეული", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.
No comments:
Post a Comment