30 March 2015

გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში მშენებარე ქარხანა დაათვალიერა

დღეს, საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა ზვიად ძიძიგურმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ რუსთავში, სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში დაფუძნებული ახალი საწარმოს - შპს ,,იბერია სთილის’’ მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
სამშენებლო მასალების მწარმოებელმა ქარხანამ მუშაობა 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო. კომპანიაზე 1 500 000 აშშ დოლარის იაფი სესხია გაცემული. პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთის 10 %-ს საქართველოს მეწარმოების განვითარების სააგენტო დააფინანსებს.
ქარხანაში ამ ეტაპზე 108 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ საწარმო გაფართოებას და საჭირო ტექნიკის შეძენასაც გეგმავს. პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს.
საწარმო სრული დატვირთვით 2015 წლის ნოემბერიდან ამუშავდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხდება. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ,,იბერია სთილში“ 160 ადამიანი იქნება დასაქმებული.

No comments:

Post a Comment