11 December 2014

“ ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი, აქედანაც სკანდალის გაკეთება უნდა ,,ნაციონალურ მოძრაობას" - მანანა კობახიძე საკადრო ცვლილებებზე

ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი და აქედანაც სკანდალის გაკეთება უნდა ,,ნაციონალურ მოძრაობას – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განუცხადა. ვიცე–სპიკერი საკადრო ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ საკადრო ცვლილებების განხორციელება ჩვეულებრივი და ამავე დროს აუცილებელი პროცესია.
,,ადამიანების ცვლა არის ბუნებრივი პროცესი და თუ არის ამის საჭიროება, ეს უნდა გაკეთდეს. გადაადგილებები იქნება უფრო პოზიტივისკენ და უკეთესობისკენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ და უნდა გავატაროთ რეფორმები ყველა სფეროში. ამისთვის, თუკი რომელიმე კონკრეტული ადამიანების ცვლილებაა საჭირო, რა თქმა უნდა, მთავრობამ ამაზე უარი არ უნდა თქვას. წინა ხელისუფლებას ეს ცვლილებები არ უნდა უკვირდეს, როცა მინისტრების დონეზე ხდებოდა ძალიან ხშირი ცვლილებები. მე ვერ გავიგე ვინ ყოფს ამ კადრებს. საერთოდ ბიძინა ივანიშვილის კადრები არიან ირაკლი ღარიბაშვილის კადრები. ღარიბაშვილი, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პიროვნებაა. კადრებად დაყოფა მიმაჩნია, რომ არასწორია. ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი და აქედანაც სკანდალის გაკეთება უნდა ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა მანან კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

No comments:

Post a Comment