12 November 2014

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი გაიგუდნენ

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი - 2 წლის და 10 თვის ბავშვები გაიგუდნენ. ტრაგედია მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა. გარდაცვლილები დღეს დილით იპოვეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები. მიმდინარეობს ტრაგედიის მიზეზების დადგენა.

No comments:

Post a Comment